სასწავლო პროექტი


ბინდისფერია სოფელი

პროექტის მთავარი იდეა (თემა): სოფლის პატივისცემა, მზრუნველობა, სიყვარული.

პროექტის აქტუალობა: გაეცნობიან ნასახლარის მნიშვნელობას, შეაგროვებენ შესაბამის ინფორმაციებს.

პროექტის მიზნები: 
  • კვლევა–ძიების უნარჩვევების განვითარება, აქტიური თანამშრომლობა მოსწავლეებს შორის, კონკრეტულ აქტუალურ თემაზე კითხვის დასმის უნარის გამომუშავება. 
  • ისტ–ის გამოყენება კონკრეტული თემის დაგეგმვის პროცესში.

მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოპოვების, დაკვირვების, დასკვნების გაკეთების და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარ–ჩვევები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სოფელში ლაშქობა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I დღე
აქტივობა 1. ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას. ვკითხულობ ტექსტს და ბავშვებთან ერთად ვაანალიზებ ტექსტის შინაარს.
აქტივობა 2. ბავშვები გამოხატავენ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ, აკეთებენ დასკვნებს, ასაბუთებენ თავიანთ აზრს.
აქტივობა 3. კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვაძლევ დავალებას გაიაზრონ ფრაზა:
ჯგუფი I. „შემოდგომაზე შრომასა და ფუსფუსში ღამდება’’ ეს ფრაზა დაუკავშირონ სოფელს.
ჯგუფი II ეს ფრაზა დაუკავშირონ ქალაქს.
სამუშაო ვადა 1 დღე
დღე III .
აქტივობა 4. ჯგუფები აკეთებენ მიცემული დავალების თემის პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 5. 1) ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია საუკეთესოდ მოვლილი სოფლის სახლ–კარის შესახებ, გადაიღონ სურათები, გაესაუბრონ ოჯახის წევრებს, დაუსვან კითხვები არის თუ არა სოფელში ცხოვრება საინტერესო? სურთ თუ არა მათმა შვილებმა იცხოვრონ სოფელში? რატომ?
 2) მოიძიონ სოფელში უპატრონოდ მიტოვებული ეზო–კარი, გადაუღონ სურათები და გააკეთონ შედარება, ახსნან, რა შედეგები მოჰყვება უპატრონოდ მიტოვებულ სახლ– კარს.
დღე VI.
აქტივობა 6. შეგროვილი ინფორმაციები შეიტანონ კომპიუტერში და გააკეთონ შეფასება თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის გულგრილმა, უყურადღებო მოპყრობამ სოფლის ცხოვრებას. აკეთებენ დასკვნებს თუ რა ცუდი სანახავია განადგურებული, გავერანებული სახლ–კარის ნახვა, ამისათვის აუცილებელია სოფელზე ზრუნვა და სოფლისადმი სიყვარული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

აგროვებს ინფორმაციებს, აღწერს ფაქტებსა და მოვლენებს, განმარტავს თავის დამოკიდებულებას ნანახის მიმართ.
  • ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით აკეთებს შედარებებსა და განსხვავებებს სოფლად და ქალაქად შემოდგომის სურათის აღწერით.
  • აგებს მარტივ ტექსტს, გაესაუბრება ლიტერატურულ გმირს. ადგენს წერითი დავალების მარტივ გეგმას.


პროექტის ხელმძღვანელი: ბელა ლაღაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: belalagadze@gmail.com